|
2021-06-09 12:11:48, 1099 ნახვა
რეგიონი
15 ივნისს ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება
15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, „სანსეტ ბათუმში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში – გაეცანით წარმატებული კომპანიების ვაკანსიებს, გაესაუბრეთ დამსაქმებლებს ადგილზე და გახდით მათი გუნდის წევრი! 15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ქ. ბათუმში, „სანსეტ ბათუმში“ (იუსტიციის სახლის წინ, არდაგანის ტბის მიმდებარედ) დასაქმების ფორუმს გამართავენ. ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებული 40 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. სამუშაო ადგილები სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, კრუინგული, საბანკო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)