06:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 13:01:37, 1155 ნახვა

საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი ნინოწმინდაზე - ჩვენი ამოცანაა, განეიტრალდეს დაძაბული ფონი, რათა სოციალურმა მუშაკებმა სათანადოდ იმუშაონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შალვა პაპუაშვილი და ბექა დავითულიანი, სოციალურ მუშაკებთან ერთად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებიან.

როგოც პაპუაშვილმა პანსიონატში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ამოცანა დაძაბული ფონის განეიტრალება, რათა სოციალურმა მუშაკებმა სათანადოდ მუშაობა შეძლონ.

„ჩვენი ამოცანა იყო ის, რომ დაძაბულობის ფონი და სტრესული გარემო, რომელიც გუშინ ვნახეთ, რომ არსებობდა, განეიტრალებულიყო. სწორედ, იმისთვის, რომ სოციალურ მუშაკებს შესაბამისი სამუშაო გარემო ჰქონოდათ. ვფიქრობ, რომ სოციალურ მუშაკებს ეს გარემო აქვთ. გვქონდა ჩვენ შეხვედრა, მათ შორის, აღსაზრდელებიც ვნახეთ. გარკვეული სტრესული გარემო მათთვისაც არის. მათ შორის ძლიერი საზოგადოებრივი და მედიის ყურადღება, რომელსაც ისინიც გრძნობენ. მთავარია, სახელმწიფო სტრუქტურებს მიეცეს მუშაობის უფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics