07:52 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 17:53:52, 508 ნახვა

საზოგადოება
ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

საბურთალოს რაიონში, ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

პროექტის შედეგად, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინფრასტრუქტურა, მათ შორის, არსებული შადრევანი და ჭადრაკის სივრცე სრულად განახლდება.  LED განათების ქსელი და საპარკე სკამები მოეწყობა. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება.

ბუკიას ბაღში საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდა და სარეაბილიტაციო პროექტის დეტალებს გაეცნო.

„ეს არის სკვერი, რომელიც საბურთალოს ცენტრში მდებარეობს და ამ ტერიტორიის კეთილმოწობა, როგორც ჩვენთვის, ასევე,  მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 871 141 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია “გრინსერვისი+” შეასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics