|
2021-06-01 10:34:39, 659 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატამ მედიატორთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა
ნოტარიუსთა პალატასა და მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. აღიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ნოტარიუსთა პალატიდან აცნობეს. მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მედიატორთა ასოციაცია და ნოტარიუსები სანოტარო მედიაციის პოპულარიზაციისათვის დაგეგმავენ და ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, კონფერენციებს, სემინარებს. სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე გაიმართება სამუშაო შეხვედრები, მოხდება კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ერთობლივი ორგანიზება. სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. სამოქალაქო დავის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ სასამართლოს ნაცვლად მიმართონ ნოტარიუსს და არსებული უთანხმოება სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით მორიგებით დაასრულონ. სანოტარო მედიაცია ეფექტიანია, სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)