09:37 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 13:02:31, 1104 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო  „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე  იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს.

„პირობების მიხედვით,  მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ.  იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე  იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს.

საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების  ხელშეკრულების მიმოხილვა,   საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალებათ.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილების ქონა.

„ნამახვანჰესის“ პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთვევაში   განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს“, -აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იხ. ინტერესთა გამოხატვა ბმულზე: https://justice.gov.ge/Page/index?code=37fb3d6d-0bed-4644-a585-9b2ea1ceef0a





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics