|
2021-05-29 11:16:27, 1388 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს კადეტთა მეათე ნაკადმა დაასრულა. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება ქუთაისში, სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს ლიცეუმის წარმატებით დამთავრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში ლიცეუმის როლი აღნიშნეს. წელს ლიცეუმი 87-მა კადეტმა დაასრულა, მათგან 20% ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. კურსდამთავრებულთა შორის არიან საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის პირველი ადგილის მფლობელები. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და ფიზიკური მომზადების მქონე კადეტები სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები გადაეცა ყველა კურსდამთავრებულს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, სამსახურებრივი საშტატო იარაღი და უწყებრივი მედლები მიიღეს. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წელს ჩამოყალიბდა, სადაც ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად კადეტები სამხედრო მომზადებას სწავლობენ. ლიცეუმის ხელს უწყობს მომავალ თაობას, რომ ჩამოყალიბდეს თავდაჯერებულ ლიდერად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ღირსეულ მოქალაქედ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)