07:43 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 19:11:19, 904 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიაზე - პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე

„პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ოპოზიციური პარტიების დეფიციტს არ განიცდის.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას, თუ რა პერსპექტივა აქვს მის პარტიას, რომელიც ჯერ არ არის შექმნილი და ექნება პრეზენტაცია, ამაზე თავად უნდა ისაუბროს, წინასწარ მის პერპექტივებზე რაიმე შეფასებები გავაკეთოთ, მგონი არ იქნება სწორი.

ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხარით მკაფიოდ, რომ „ქართული ოცნება“ არის კონსოლიდირებული გუნდი. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე, მონათესავე ან რაიმე პროექტის ნაწილი როგორც ამაზე ჩვენი ოპონენტები და ოპონენტების მართული ტელევიზიები ინსინუაციების შექმნას ცდილობენ.

მგონია, ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის დეფიციტს არ განვიცდით. მთავარი ინტერესი დღეს ის კი არ უნდა იყოს, კიდევ რამდენი ოპოზიციური პარტია იქნება შექმნილი, უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რაც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics