09:33 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 11:13:55, 628 ნახვა

რეგიონი
კახეთში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმდებარედ, მოქალაქეები თევზის დასაჭერად ე.წ. ელექტროშოკურ აპარატებს და ჩოგან ბადეებს იყენებდნენ, რაც კანონით აკრძალულია.

უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პატრულირებისას, გამოავლინეს გასაბერი ნავი, რომელშიც ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, დენის წყარო (აკუმულატორი) და უკანონოდ მოპოვებული 3 კგ თევზი იყო განთავსებული. სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფებოდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს.

ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics