09:35 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 10:05:08, 806 ნახვა

რეგიონი
რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და კომპანიის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ისინი სოფელ ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილების უფლებას მხოლოდ ადგილობრივებს აძლევენ.

„ჩვენ გადავკეტეთ ორივე შემოსასვლელი გზა ხეობაში, ერთი ქუთაისიდან, მეორე რაჭიდან ლეჩხუმში შემოსასვლელი გზა. ორივე არის ჩაკეტილი კომპანიის სპეცტექნიკისთვის და ტრანსპორტისთვის, ამ შემთხვევაში შეეზღუდება გადაადგილება მხოლოდ კომპანიას და ეს რა თქმა უნდა, არ ვრცელდება მოსახლეობაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს უახლოეს დღეებში. უკვე ორი მანქანა მივაბრუნეთ დილით. ანუ, კომპანიის ტრანსპორტს ამ გზაზე უწევს გავლა, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა მარაგი შეიტანონ შიგნით, ამ გზაზე გავლას ვერ აცდებიან“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუმათში სამართლადამცველებმა კვლავ რკინის ჯებირები აღმართეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics