10:31 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 18:42:29, 476 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს

რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი  არ არის,  ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის.

იუსტიციის სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება  და მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ადგილზე გაუწევს.

კიდევ ერთი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების კომფორტულად მიღებას უკავშირდება. სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „POSTV"-ის ეთერში ისაუბრა.

„გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები იმისათვის, რომ  თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში.  ჩვენ  ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს  შშმ პირებს ხელს შეუწყობს, რომ  მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ  ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი გარდაბანსა და წყალტუბოში გაიხსნება. იგეგმება რეგიონებში  დამატებით კიდევ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაც. იუსტიციის მინისტრის თქმით,  მისი მიზანია,  მოსახლეობის ფართო ნაწილმა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელთაც საზოგადოებას იუსტიციის სახლი სთავაზობს.

იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ  დეტალური ინფორმაცია  საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics