10:30 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 10:03:41, 1855 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში დღეს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

საქართველოში დღეს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება მოკრძალებული იქნება.

ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე 11:00 საათზე გაიმართება.

14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics