|
2021-05-25 16:33:12, 666 ნახვა
რეგიონი
პროექტის „გააციფრულე საქართველო“ ფარგლებში, ბოლნისში ციფრულმა მოხალისეებმა ტრენინგი გამართეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ციფრულმა მოხალისეებმა, პროექტის „გააციფრულე საქართველო“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გამართეს. ტრენინგზე ციფრულმა მოხალისეებმა მერის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს Google Map-ისა და Google My Business-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ტრენინგის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო ტური, სადაც ახალგაზრდებმა ქალაქ ბოლნისში მდებარე ისტორიული შენობები და ადგილობრივი ბიზნესები Google Map-ზე დაიტანეს. პროექტს „გააციფრულე საქართველო“ ა(ა)იპ „აი“, USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს ფინანსური მხარდაჭერით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, „გუგლთან“ და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „გააციფრულე საქართველოს“ მიზანია ციფრული მისიონერების დახმარებით, Google Map-ზე საქართველოს მასშტაბით არსებული ბიზნესებისა და სხვადასხვა ობიექტის დატანა და მათზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება მოხდეს. ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, Google-მა ციფრული მოხალისეები გადაამზადა, რომლებიც თავიანთ ცოდნას მთელი საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს, ანუ ციფრულ მისიონერებს გადასცემენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)