|
2021-05-25 12:54:13, 579 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - ხელისუფლება მზად არის საქმიანი დიალოგისთვის, თუმცა ქუჩების ბლოკირებით ეს ძალიან გაჭირდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება „ნამახვანჰესის“ პროტესტის მონაწილეებთან საქმიანი დიალოგისთვის მზად არის. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში ქუჩების ბლოკირება და პარალიზება აბსოლუტურად მიუღებელია. „ხელისუფლება არის მზად დიალოგისთვის, კონკრეტული საქმიანი საგნობრივი დიალოგისთვის პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი და კომუნიკაცია არ უნდა გასცდეს თვითონ პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს, არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში, მაგრამ კვლავაც ვადასტურებ, რომ შექმნილია ძალიან კარგი საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს და განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით, ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, საერთაშორისო მედიატორების და ენერგეტიკული გაერთიანებების ჩართულობის ფორმა. ასევე ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, კონკრეტულად საქმიან სამუშაო ჯგუფებში კონკრეტულ ექსპერტთა წარმომადგენლებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ, რაც ტურისტებისა და ეკონომიკის გახსნის მოლოდინში არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)