06:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 02:52:28, 721 ნახვა

მსოფლიო
ევროპული საბჭო ბელორუსის წინააღმდეგ ზომებს იღებს

ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის. საბჭოს გადაწყვეტილებას და მოწოდებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერი აქვეყნებს.

"ევროპული საბჭო გმობს ბელარუსის მიერ საავიაციო უსაფრთხოების დარღვევით 2021 წლის 23 მაისს Ryanair​-ის რეისის ძალისმიერად მინსკში დასმას და ბელარუსი ძალოვნების მიერ ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაკავებას.

ევროპული საბჭო: 

  • მოითხოვს რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი გადაადგილების თავისუფლების გარანტიას. 
  • მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი.
  • იწვევს საბჭოს, რათა შეიმუშაონ პიროვნებების და ორგანიზაციების სიები დაუყოვნებელი სანქცირებისთვის.
  • მოუწოდებს საბჭოს, შეიმუშავოს უფრო ღრმა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და იწვევს უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას, რომ დაუყოვნებლივ წარადგინონ შეთავაზებები.
  • მოუწოდებს ევროკავშირის გადამზიდებს, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას.
  • მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს საჭირო ზომები ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის და ევროკავშირის აეროპორტებში ამ კომპანიების რეისების წვდომის შესაზღუდად.
  • სოლიდარობას უცხადებს ლატვიას ლატვიელი დიპლომატების გაუმართლებელი გამოძევების გამო"
  • ნიდერლანდების ავიაკმპანიამ, KLM-მა ბელარუსის თავზე ფრენა დროებით შეაჩერა. მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ავიაკომპანიებს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას.

    როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მარკ რუტეს მოწოდება გაითვალისწინეს სხვა ავიაკომპანიებმაც, მათ შორის ლატვიურმა „ეარ ბალტიკმა“, გერმანულმა „ლუფთჰანზამ“ და უნგრულმა „ვიზეარმა“.

    აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს ბელარუსის თავზე ფრენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა ევროკავშირის საბჭომ.

    ბელარუსის საკითხთან დაკავშირებით 25 მაისს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics