00:48 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 15:24:20, 566 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენი სამინისტროს გუნდს, რომელიც ტურიზმის პოლიტიკაზე მუშაობს

„მარიამ ქვრივიშვილი თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობითა და მონდომებით იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი საყრდენი ტურიზმის მიმართულებით, -  ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მარიამ ქვრივიშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის ფაქტი.

„ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენს გუნდს, სამინისტროს გუნდს, რომელიც მუშაობს ტურიზმის პოლიტიკაზე. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 ნათია თურნავას განცხადებით, მარიამ ქვრივიშვილი შეიმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკას, რომელიც პანდემიის გამო, განახლებას საჭიროებს. ასევე საქმიანობას წარმართავს ახალ პროექტებსა და ქვეყანაში ტურიზმის აღდგენაზე. „ჩვენ ვაგრძელებთ იმ გუნდის გაძლიერებას, რომელიც ტურიზმის საკითხებზე მუშაობს და მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეებს მოგახსენებთ“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics