|
2021-05-24 12:03:22, 587 ნახვა
საზოგადოება
ICARUS-ის 26-ე ყრილობის ფარგლებში ეროვნული არქივი საკუთარ პროექტებს წარადგენს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მონაწილეობას მიიღებს საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 26-ე ყრილობაში, რომელიც 25-26 მაისს ონლაინფორმატში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ICARUS-ის წევრი ქვეყნები მათ არქივებში მიმდინარე პროექტებს წარადგენენ. 26 მაისს ეროვნული არქივი შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს არქივში მიმდინარე ორ პროექტს: „მეორე მსოფლიო ომი ქართულ არქივებში", რაც ეროვნული არქივის ფონდებში ამ თემაზე დაცული დოკუმენტების გამოვლენას, ორენოვანი გზამკვლევის შექმნას, ომის მონაწილეთა მოგონებების გამოცემასა და საარქივო მასალაზე დაყრდნობით სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას გულისხმობს; „ქართული კინომემკვიდრეობის დაცვა" კი ითვალისწინებს ქართული კინოკოლექციების დიგიტალიზაციასა და ციფრულ რესტავრაციას, ონლაინ კინოკატალოგის შექმნას და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივისთვის ახალი შენობის მშენებლობას. საქართველოს ეროვნულ არქივი 2014 წლიდან არის საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)