09:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-23 16:08:50, 775 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ვაკეთებთ და ეს ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება

„ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ვაკეთებთ და ეს ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგით ბრძოლას არ აპირებს, რადგან ეს მათ ერთობას აზიანებს.

„ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი ვართ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.

ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ ერთი შეკრებით ყველა პრობლემა გადაწყდებოდა, რაც საზოგადოებას აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პრობლემის უცებ გადაწყვეტა შეიძლება, ვერ მოხდეს. მუდმივად აპელირებენ სოციალურ მედიაში და ტელესივრცეებში, რომ ჩვენ გვაქვს პარტიული მიზნები და ა.შ.

ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ისედაც ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ეს ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ მიგვაჩნია, რომ იმ დღის წესრიგს არ შეუძლია გადაგვიწყვიტოს ეს პრობლემა. პირველ რიგში იმიტომ, რომ არის დამანაწევრებელი იმ ერთობის, რაც ჩვენს წინაშე დგას.

ადამიანები არიან სხვადასხვა პარტიული კუთვნილების, ამიტომ ჩვენ რომ ეს ვარკვიოთ, ვინ ვის ჯობია, ვინ უკეთესია, სწორი არ იქნება. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ საქმეზე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics