22:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 12:03:50, 828 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 25 მაისამდე გადაიდო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა.

პროცესის გადადებას დაცვის მხარე ითხოვდა, ადვოკატების თქმით, ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ თუ ვის დაკითხვას აპირებდა დღეს პროკურატურა, რის გამოც სათანადოდ ვერ მოემზადნენ. 

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული, ნიკა მელია, რადგან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის სასამართლო დარბაზიდან ერთ-ერთ პროცესზე გააძევა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics