|
2021-05-20 16:35:46, 1010 ნახვა
სამხედრო
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა „თბილავიამშენში“ პრაქტიკული სწავლება გაიარეს
საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა სს „თბილავიამშენში“ 5-კვირიანი პრაქტიკული სწავლება გაიარეს. აღსანიშნავია, რომ ოფიცრებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული მომზადება სს „თბილავიამშენის“ ბაზაზე გაევლოთ და კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა საერთო საჯარისო დისციპლინები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის საფუძვლები შეისწავლეს. ოფიცრები საფრენ აპარატებთან, საჰაერო სივრცისა და საჰაერო მოძრაობის მართვასთან, ასევე საჰაერო აპარატების კონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გაეცნენ. საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი თორმეტმა მსმენელმა გაიარა. კურსი 32 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)