14:59 - 23 Jul, 2026
|
2021-05-17 16:04:32, 638 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან, 18 მაისიდან სავაჭრო ცენტრების სამუშაო დრო გახანგრძლივდება
ხვალიდან, 18 მაისიდან სავაჭრო ცენტრების სამუშაო დრო გახანგრძლივდება. აღნიშნულის შესახებ სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, ასევე „გალერეა თბილისმა“ სოციალურ ქსელში უკვე დაწერეს. სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ 10:00 საათიდან 21:00 საათამდე, „გალერეა თბილისი“ კი, 21:30 საათამდე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში არსებული გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ კომენდატის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათზე დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)