14:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 11:30:41, 490 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - ივნის-ივლისში საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შემოტანაზე, ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იქნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს და ვაქცინაციის პროცესში არ იქნება შეფერხება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ასევე ცალ-ცალკე ვაქცინის მწარმოებლებთან.

„ჩვენ ძალიან ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვაქცინის მწარმოებლებთან, როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ასევე უშუალოდ მწარმოებლებთან, ამის თაობაზე დეტალურად რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ მინისტრთან ერთად დეტალური ინფორმაცია წარმოვადგინოთ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებით ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლის თვეებში. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით „მოდერნასთან“, ასევე „ნოვავაკთან“, უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დამატებით დოზებს მივიღებთ, არ იქნება არანაირი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics