21:51 - 30 Jul, 2026
|
2021-05-12 16:26:59, 704 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად დატოვა
საქართველოს პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, პარტიას ოფიციალური განცხადებით დღეს, 12 მაისს მიმართა. „ნიკა მელიასთან მქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. შევთანხმდით, მისთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით რა თქმა უნდა, მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის თაობაზე, რომ მე პარტიას ვტოვებ“, - განაცხდა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, სალომე სამადაშვილის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას თანაპარტიელებისგან შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)