20:09 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 16:58:44, 831 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა.

ათასობით ადამიანი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა, მოგვიანებით კი, მათ მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივნმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციის მთავარი მიზანი იყო, დროულად გაიხსნას ის გაუხსნელი საქმეები, რომელსაც პროკურატურა იძიებს.

მისივე თქმით, დღევანდელ შეკრებაზე გაჟღერებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მარტიდან ალიანსი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავს. 

"ჩვენ მოვითხოვთ, "ნაციონალების" დასჯას, ზონდერ მოსამართლეების გათავისუფლებას, გახმაურებული და თაროზე შემოდებული საქმეების გახსნას. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს ხელისუფლება თავის დანაპირებს, სამართლიანობის აღდგენას არ შეასრულებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპროტესტო აქციაზე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანიც იმყოფებოდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.

„ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის სამართლიანობის აღდგენა და იური ვაზაგაშვილისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეების დროული გახსნა. მე ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოფხიზლდნენ და ხალხისკენ გამოიხედონ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ იური ვაზაგაშვილის ახლობლები, ბუტა რობაქიძის მშობლები - ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics