|
2021-05-06 13:39:55, 783 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით წლის ბოლომდე ისარგებლებენ
აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბათუმის ბულვარის მოქმედ მოიჯარეებს ფართები, პანდემიის გათვალისწინებით,გასული წლის მსგავსად, წლის ბოლომდე, პირდაპირი წესით გადაეცემათ. მოიჯარეების 2021 წლის ხელშეკრულებაში, გასულ წელს არსებული ყველა პირობა უცვლელად შენარჩუნდება. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ მოიჯარეებს, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გააცნო. „პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური ფინანსური დანაკარგებით გაიარონ" - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ. აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობები ასევე იმსჯელებენ მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე. https://wetransfer.com/downloads/3f266868ffe5d5bfa48332698d2ff5fb20210505135315/9492ba
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)