|
2021-05-05 23:02:04, 1002 ნახვა
რეგიონი
გზის რეაბილიტაცია სოფელ ზემო რენეში
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზემო რენეში, ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მეორე პრი დაიგო. ავტობანიდან სოფელში მისასვლელი გზა წლებია დაზიანებული იყო და მოსახლეობას და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირდა. გზაზე მოეწყო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ასფალტირებული გზით მოსახლეობა კმაყოფილია და მადლობას უხდიან დამფინანსებელს, მშენებელს და კასპის მერიას. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტია მუნიციპალიტეტისთვის. სოფლის განვითარებისათვის კი გზა აუცილებელია, ამიტომ დაგეგმილი გვაქვს ყველა სოფლის მისასვლელი გზის კეთილმოწყობა. ამჟამად მუნიციპალიტეტში სოფლების მისასვლელი გზების 85%-ია ასფალტირებული და გავაგრძელებთ დასრულებამდე - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)