20:03 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 13:11:43, 714 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მზაკვრული ჩანაფიქრი ნიკა მელიას ციხეში დატოვება და დამნაშავეების გათავისუფლებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცოს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მზაკვრული ჩანაფიქრია, რომ 19-21 ივნისის დამნაშავეები გათავისუფლდნენ, ხოლო ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დარჩეს.

„საბოლოო ჯამში, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი უმძიმესი ინიციატივა იყოს დამტკიცებული. ეს პირდაპირ არის მიმართული იმისაკენ, რომ ამ ჩანაწერის მიხედვით მელია რჩება ციხეში და ყველა დანარჩენი, მათ შორის ისინიც, ვინც დანაშაულს ჩადიოდნენ 19-21 ივნისის დღეებში ყველა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ეს არის „ქართული ოცნების“ მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც ჩადებულია მათ ინიციატივაში. ბუნებრივია, რომ ახლა ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან ინიციატივა ბოლომდე გაიტანონ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა იმ პირის სისხისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics