18:36 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 11:55:26, 629 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე - შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ

ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბადრი ესებუას დაკავებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

„დავაკავებთ რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ნუ ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო? შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელ თემებს, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics