20:04 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 17:27:12, 861 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძის მოსმენაზე ოპოზიციის არ ყოფნა შეცდომა იყო

„შეცდომად ვთვლი, რომ არ მივედი, მე მას ძალიან ბევრ საკითხს შევაცვლევინებდი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას.

„ამას ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ არ მივედი, მე მას ძალიან ბევრ საკითხს შევაცვლევინებდი, იმ აბსურდულ მართვის პროცესში, რომელიც დღეს არის, როგორც მინიმუმ იქ არ დამეთანხმებოდა, მაგრამ წავიდოდა და გააკეთებდა.

ასე, არაერთხელ გაუკეთებიათ გასულ წელს ჩემი უბრალო საჯარო განცხადებითაც კი.

ჩვენი პარლამენტში მუშაობის მთავარი მიზანი არის დავიცვათ ხალხის ინტერესი. ხალხის ინტერესის დაცვა, არის ის სათქმელი რაც ხალხს აქვს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იყოს გაჟღერებული.

გავზარდოთ წნეხი ჩვენ დასავლელი პარტნიორებთან ერთად უმრავლესობაზე, ისეთი მავნებლური და არადემოკრატიული კანონები არ მიიღონ რაც მიიღეს გუშინ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics