|
2021-04-29 23:20:52, 732 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან. შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა და გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და დავით თვალაბეიშვილი, აგრეთვე სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკერი, აგრეთვე ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ფონდის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს გაწეული საქმიანობისა და საქართველოსთან წარმატებით დასრულებული პროგრამისთვის. მისი თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითი შეფასება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკვე განხორციელებული და ასევე მიმდინარე რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის შესაბამისად განახორციელა. ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ანტიპანდემიურ ღონისძიებებსა და ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებზე. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და სავალუტო ფონდს სამომავლოდ გაგრძელდება და მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)