|
2021-04-29 18:21:36, 981 ნახვა
რეგიონი
კასპში გამწვანების აქცია გაიმართა
დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებით, კასპი-მეტეხის დამაკავშირებელი გზის ორივე მხარის გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში შეიქმნა ალვის ხეების ქარსაცავი ზოლი. 200 ძირი ალვის ხე სოფელ ძევერაში არსებულმა სანერგე მეურნეობა „პოპულუსმა“ ქ. გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკომეგობრებს“ გადასცა საჩუქრად, რომელიც სკოლამ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას უსაჩუქრა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო კასპის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბის „მწვანე ელჩები“-ს და გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ეკომეგობრები“- ს წევრებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა. ქარსაცავი ზოლის გაშენების სამუშაო პროცესებში პასუხისმგებლობა ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურმა აიღო, რომელმაც აქციის დასრულებისთანავე მორწყა დარგული ნერეგები. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც თვითონაც მონაწილეობდა აქციაში მადლობა გადაუხადა CENN-ს და აქციის ყველა მონაწილეს. აღნიშნულ გარემოს დაცვით აქტივობას ორგანიზება შიდა ქართლის კოორდინატორმა, ირმა კიტრიაშვილმა გაუწია. #დარგეხეგაამწვანეგარემო
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)