|
2021-04-29 13:54:51, 425 ნახვა
საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობისათვის 82 სკოლის მოსწავლე დარეგისტრირდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" მონაწილეობისათვის 82 სკოლის მოსწავლე დარეგისტრირდა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა?სად?როდის?" ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით ტარდება. პროექტის მოსამზადებელი ეტაპი 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ღონისძიების დასკვნითი ეტაპი კი 2021 წლის მაისში გაიმართება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა პირველი რესპუბლიკის თემაზე ესეები მოამზადეს და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს. ფინალურ ეტაპში მონაწილეობისთვის საკონკურსო კომისია 40 საუკეთესო ნაშრომის ავტორს შეარჩევს. ფინალისტებისთვის დასკვნითი კონკურსი zoom-ის პლატფორმაზე 2021 წლის მაისში გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ. თემის შინაარსზე ინფორმაციას ისინი კონკურსის დღეს, ონლაინ რეჟიმში მიიღებენ. საკონკურსო კომისია საბოლოოდ 10 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს. პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ არქივს მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2021-1.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)