21:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 14:57:24, 334 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას გეგმავს

„ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას გეგმავს,“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით,  დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი  ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

 „მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ჩვენს კრიტიკულ გამოწვევად რჩება სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხი.  ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა.

 ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რიგ ცვლილებებს.  ვგეგმავთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ გაზრდილი მანდატით შეძლონ ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სისტემური კონტროლი. დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი  ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება,“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში  განაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics