|
2021-04-27 11:36:56, 701 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა
დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე სამადაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ შესრულდება შეთანხმების ყველა პუნქტი, გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები და განხორციელება შეთანხმება. „დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების დაწყებით, რომელიც მიღწეული იქნა შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ქართველ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩინო საკუთარი ხელისუფლება, ეს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი, ასევე მისი სულისკვეთება არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მინდა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში, ჩვენ ვნახავთ ერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და უახლოეს დღეებში ვნახავთ, ასევე გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც შესაძლებლობას მისცემს სრულ ოპოზიციურ სპექტრს, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ შეთანხმების განხორციელებას, მისი სულისკვეთების განხორციელებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)