|
2021-04-27 10:39:39, 1228 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა კრწანისში განახლებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნებისა და განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ განახლებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მათ ცენტრის ტერიტორიაზე ახლადაშენებული სასადილო მოინახულეს და სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის ახალ შენობაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა განახლებული საერთო-საჯარისო ცენტრის განახლებული ბაზაც დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში განახლებულ შენობებში მოეწყო უახლესი სანტექნიკით აღჭურვილი სველი წერტილები, დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ოთახები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და მოპირკეთდა ფასადები. ტერიტორიაზე დასრულდა საკანალიზაციო და წყლის ცენტრალური მაგისტრალების გაყვანა, დაიგო ბეტონის შიდა გზები, აშენდა თანამედროვე სტანდარტის ორი მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო საპარკინგე სივრცე და დამონტაჟდა გარე განათების სისტემები. ცენტრი აღჭურვილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი ახალი შესაძლებლობებით, რაც გულისხმობს სასწავლო პროგრამების ერთ სივრცეში განთავსებას, პარალელურ რეჟიმში უფრო მეტი სასწავლო პროგრამის ჩატარების საშუალებას და რეკრეაციულ სივრცეებში (საკონფერენციო დარბაზი, საგამოცდო სივრცე, ბიბლიოთეკა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო და გასართობი დარბაზები, ორი სპორტული მოედანი) ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)