|
2021-04-25 16:36:09, 1012 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ კომპანია Ottobock SE & Co. KGaA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, პროთეზების მწარმოებელ ცნობილ გერმანულ კომპანია (Ottobock) ოტობოკ-სა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, Ottobock SE & Co. KgaA-ის წარმომადგენლებმა, დენის ვოლტერმა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა, თამილა ერისთავმა მოაწერეს. მემორნადუმი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას, გერმანული მხარის მიერ პროფესიონალი კადრების დახმარებით სათანადო კონსულტაციების გაწევასა და ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ასევე გერმანული მხარის წარმოებული დამხმარე საშუალებებით საქართველოში, „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის“ ბაზაზე შესაბამისი ბენეფიციარების საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის დამზადება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)