02:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 09:41:54, 659 ნახვა

მსოფლიო
ექიმები ალექსეი ნავალნის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც საპატიმროში იმყოფება, ექიმები სთხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა.

როგორც რუსული სააგენტოს, Mediazona-ს მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტშია აღნიშული, ექიმები აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა მიეღწიათ ალექსეი ნავალნიმდე, თუმცა მათ პაციენტის გასინჯვის საშუალებას არ აძლევენ.

„ჩვენ, როგორც დამსწრე ექიმები, მივმართავთ ალექსეი ნავალნის და ვთხოვთ, რომ დაუყოვნებლით შეწყვიტოს შიმშილობა სიცოცხლისა და ჯანმრთლობის შენარჩუნების მიზნით", - აღნიშნულია ექიმების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთლობა გაუარესებულია და შესაძლებელია, რომ ნებისმიერ მომენტში მისი ცხოვრება ფატალურად დასრულდეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics