23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 11:21:23, 986 ნახვა

სამხედრო
მუხროვანში რეინჯერების კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, რეინჯერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა. პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

მსმენელებისთვის სერტიფიკატებისა და სამხრე ნიშნების გადაცემის შემდეგ, ღონისძიება საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. იმიტირებული სცენარის მიხედვით რეინჯერებმა რეიდის ოპერაცია განახორციელეს, რომელშიც ქვეითთა საბრძოლო მანქანა „დიდგორი“ და ფუჭი ვაზნების გამოყენებით M-4 და PK ტყვიამფრქვევები იყო ჩართული. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში სტუმრებს კურსის მიმდინარეობის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟის ნახვისა და აღჭურვილობის დათვალიერების, ასევე, ხელჩართულ ბრძოლაში შეჯიბრის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის, რეინჯერთა მომზადების სკოლის მე-8 გამოშვება 57 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. სწავლება 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მას სპეცდანიშნულებისა და და რეინჯერების მომზადების სკოლის 20 ინსტრუქტორი უძღვებოდა. კურსი სამედიცინო, ტოპოგრაფიულ, სამთო, საინჟინრო, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics