14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 19:52:17, 843 ნახვა

კომენტარი
ნინო ლომჯარია - პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც

„პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ დროულად უნდა მიიღოს გადაწვყვეტილება.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ მას არ შეუცვლია ჯერჯერობით პოზიცია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ ან რა შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. ის თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე, საუბრობს იმაზე, რომ მასთან არ ყოფილა გირაოს საკითხთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან.

ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება დადებულია იმისთვის, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტიულება შეუძლიათ, ძალიან თავისუფლად გააკეთონ. მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics