|
2021-04-20 09:57:12, 552 ნახვა
საზოგადოება
იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, ამავე დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - დავით ახობაძე შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით დააჯილდოვა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახობაძეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „გლოკის“ მოდელის პისტოლეტი გადაეცა. „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ახობაძე მიმდინარე წლის 5 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. სუიციდის მცდელობის შესახებ მიღებულ შეტყობინებაზე გასულ პოლიციელებს სანადირო თოფით შეიარაღებულმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ ესროლა, რის შედეგადაც ვანის პოლიციის უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანება მიიღო. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დაჭრილი დავით ახობაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)