15:23 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 15:57:19, 707 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პრორუსული ბელადი, რომელიც ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პრორუსული ბელადი, რომელიც ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხაა.

„ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ცალსახად პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურს, ხოლო რეალურად რუსულ საქმეს აკეთებდა ყოველთვის. დღეს მისი დესტრუქციული და უპასუხისმგებლო განცხადებაც პირდაპირ ლუსტრაციას ახდენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს რადიკალური ფრთა, დიდი ნაწილი არის სახელწმიფო ინტერესების წინააღმდეგ, საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ, რაც მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკაში ანტისისტემური ძალა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, რა დამოკიდებულებაც დღეს სააკაშვილის მხრიდან ვნახეთ. ადამიანის, რომელსაც თავის ანგარიშზე აქვს არაერთი გაყალბებული არჩევნები და დამახინჯებული კონსტიუტუცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მედიის სრული კონტროლი, საკუთრების უფლების უხეში შელახვა და ადამიანის უფლების სისტემური დარღვევები, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა და ჩვენს პარტნიორებს არწმუნედბა, რომ ეს იყო რეალური პროგრესი ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics