|
2021-04-19 14:13:31, 654 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ წაბლანის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულებს პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ. „32 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან, ეს არის უმძიმესი დღე ამ კუთხის ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ეს ადამიანები და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, სტიქია 1989 წლის 19 აპრილს, სოფელ წაბლანაში მოხდა, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის. დაღუპულთა პატივსაცემად, 2020 წელს, სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)