02:12 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 14:09:05, 657 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - როგორ გგონიათ, ოპოზიციის ლიდერები არ მოინდომებენ სასამართლოზე და ძალოვნებზე თავზე მოჯდომას? მოინდომებენ

როგორ გგონიათ ოპოზიციის ლიდერები არ მოინდომებენ სასამართლოზე და ძალოვნებზე თავზე მოჯდომას? მოინდომებენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც სასულიერო პირი აცხადებს 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ხალხის სიკვდილის მიზეზი გახდა, რადგან პოლიტიკოსები ბიოლოგიური იარაღები გახდნენ.

„მერე პოლიტიკოსები აქეთ-იქით რომ დარბოდნენ, გაავრცელეს, ბიოლოგიური იარაღები გახდნენ. შედეგი რა იყო? სიკვდილი ხალხის და რა მივიღეთ? არა პარლამენტი. ზოგი იძახის შევალ ზოგი იძახის არ შევალ. ვინ ხარ რას გვამადლი შეხვალ თუ არ შეხვალ?

რომ არ გვინდოდეს არ გავიდოდით? მარა ვის გინდა რომ გახვიდე და გვერდში დაუდგე? კარვებით რამეს დაამარცხებ? მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ მიდით გააკეთეთ ისე თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა, რომ პარლამენტს წესით მოახდინეთ ცვლილებები.

როგორ გგონიათ, ოპოზიციის ლიდერები რომ ავიღოთ, არ მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე თავზე მოჯდომას? მოინდომებენ. იმიტომ, არ უნდათ პარლამენტში შესვლა რომ კანონები შეიცვალოს. კანონი და სისტემა თუ არ შეიცვალა არაფერი დალაგდება ჩვენთან“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics