02:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 12:31:30, 1359 ნახვა

მსოფლიო
DW-ის ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში 15 საბრძოლო გემი გააგზავნა

რუსეთმა შავ ზღვაში 15 საბრძოლო გემი გააგზავნა, - აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სამხედრო გემები ქერჩის სრუტის მახლობლად განლაგდებიან, ხოლო აღნიშნულ მოქმედებას კრემლში დროებითი თავდაცვითი სწავლება უწოდეს.

შეგახსენებთ - რამდენიმე ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების ჩაკეტვას გეგმავს.

აღნიშნულ განცხადებას NATO გამოეხმაურა და რუსეთის ფედერაციას მოსთოხვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შეუზღუდოს.

„რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე „გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

NATO-ს განცხადების შემდეგ რუსეთის ქმედება დაგმო აშშ-მ და ევროკავშირმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics