|
2021-04-17 11:46:16, 874 ნახვა
რეგიონი
სამეგრელოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში, მოქალაქეს, ერთი უკანონო ლენტური სახერხი საამქრო, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მორი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დაურეგისტრირებული ლენტური ტიპის 3 სახერხი საამქრო გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში. მოქალაქეებს, სახერხი დანადგარები საქმიან და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სამი სახერხი საამქროს ტერიტორიებიდან, ჯამში ამოღებულია, 9 ერთეული წიფელას სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 4 ერთეული წიწვოვანი (ნაძვი) დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 მ3 ნაძვისა და წიფელას სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)