05:20 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-11 10:27:33, 607 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ისევ ეძებენ

სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ისევ ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება სამძებრო სამუშაოებშ დამატებითი ძალები ჩაერთო.

„პროცესში  ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი რიონის ხეობაში მდინარეში გადახტა, უცნობია გადახტომის მიზეზი და მოტივი. „რიონის ხეობის მცველები“ სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics