|
2021-04-09 10:38:41, 670 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი - ენგურში მომხდარი ფაქტი თბილისისთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. „როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში აღნიშნული ტრაგიკული მოვლენა ისტერიისა და პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა. როგორც ოფიციალური ქართული მხარე, ასევე მათი ოპონენტები აღშფოთებულები არ არიან ხალხის გარდაცვალების საქმით, მათ მიეცათ შესაძლებლობა აჩვენონ თავიანთი ყალბი პატრიოტირზმი და კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით რუსეთს“, - აღნიშნულია ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს მომხდარი ფაქტის პოლიტიზირება და „იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდების“ მოპოვება, მიუღებელია. „მომხდარი ფაქტის გარემოებებს აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ’, - აღნიშნულია ე.წ საგარეო უწყების ინფორმაციაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)