16:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 19:44:40, 793 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - თუ პროკურატურას სურს, რომ გირაო გადავიხადო და ამაში ისინი უცხოელებს არწმუნებენ, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში?

„თუ პროკურატურას სურს, რომ მე გირაო გადავიხადო და ამაში ისინი უცხოელებს არწმუნებენ, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში?“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს ნიკა მელიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე აღიარა, რომ ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდნენ.

„დღეს პროკურატურას მოუწია იმის აღიარება, რომ 2 თვის განმავლობაში საერთაშორისო და ქვეყნის საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა. თითქოს, მე შემეძლო სურვილისამებრ გირაო გადამეხადა და დავტოვებდი საპატიმროს.

ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოტყუვდა. ევროპარლამენტარებიც შეიყვანეს შეცდომაში.

პროკურატურამ დღეს აღიარა, რომ იმისთვის, რომ მე გირაო გადავიხადო, ჯერ პროკურატურა უნდა შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში, რომ აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეცვალონ.

როგორც კი სასამართლო დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, მე იმ წამს შემიძლია საპატიმროს დატოვება და 45 დღე მექნება ვადა გირაოს გადასახდელად, რასაც არ გადავიხდი და მოუწევთ ჩემთან ოფისში სახანძრო კიბეებით მოსვლა.

თუ პროკურატურას სურს, რომ მე გირაო გადავიხადო და ამაში ისინი უცხოელებს არწმუნებენ, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში?”, - განაცხადა ნიკა მალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics