|
2021-04-06 20:22:13, 817 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის წაბლანის, მოფრინეთის, სამოლეთის, ლაკლაკეთის, ცინარეთის სოფლებში გამართულ კრებებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და საკრებულოს წევრი ედნარ კეჟერაძე ესწრებოდნენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პროგრამა ხელს უწყობს როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს. შეხვედრებზე, მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ საკითხებად საცალფეხო ბილიკის მოწყობა, გარე განათების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა დაასახელა. სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში სოფლის კრებები ჩატარდა ასევე დღვანის, ოლადაურის, შუბნისა და ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, სადაც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)