10:34 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 12:11:07, 779 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ჩვენი წინადადებაა, საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები

ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია და ფაქტობრივად, ნახევარზე მეტ ამომრჩეველს სურს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა გუშინ გამოქვეყნებული IRI-ის კვლევაზე საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის წინადადებაა, ჩატარდეს პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები.

„საზოგადოებას ცხადია ურჩევნია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, ამავე დროს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი ძალიან აშკარად არის გაყოფილი და ფაქტობრივად, ნახევარზე მეტ ამომრჩეველს სურს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, ვადამდელი არჩევნები. ჩვენი წინადადებაა, რომ ჩატარდეს პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, ეს იქნება ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი გამოსავალი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics