09:23 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 13:13:41, 680 ნახვა

საზოგადოება
5 აპრილამდე საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოში კი +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, 4-5 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დათბება.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს +15, +17, ხოლო 4-5 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics